ამ ელემენტარული ლოგიკით კოლხურ ტომებს, მეგრელებსა და ჭანებს (ლაზებს) კუნძულ ევბეაზე უნდა ჰქონოდათ პოლისი, ანუ ქალაქ-სახელმწიფო და ჰყოლოდათ მისი გამგებელი მმართველი მეფეც.
მივყვეთ ძველბერძნულ ცობებს, რომლებიც გვიამბობენ შემდეგს :"ალოევსი და აიეტი, ჰელიოსისა და ანტიოპეს შვილები იყვნენ. ჰელიოსმა მათ დაუნაწილა ქვეყანა და ალოევსს შეხვდა მხარე არკადიაში, აიეტს კი კორინთო.(ევბეა). აიეტს სამფლობელო არ მოეწონა და ამიტომ ქალაქი გადასცა ვინმე ბუნეს, ჰერმესის ძეს. თან უთხრა დაეცვა იგი მისი შთამომავლობისათვის, თვითონ კი სკვითიის კოლხეთში წავიდა და მეფედ დამკვიდრდა".

თითქმის ზუსტად იგივეს გვიამბობს ვინმე პოეტი ევმელოსი. კერძოდ კი იგი ასე წერს : "და როდესაც იშვენ აიეტი და ალოევსი ჰელიოსისა და ანტიოპესაგან, მაშინ ჰიპერიონის ბრწყინვალე ვაჟმა თავის შვილებს ორ ნაწილად გაუყო ქვეყანა. რასაც ასოპოსი შეიცავდა, იგი ღვთაებრივ ალოევსს უბოძა, ხოლო რაც ეფირეს ეკავა მთლიანად აიეტს მისცა. მაგრამ აიეტმა იგი გადასცა ბუნეს დასაცავად, ვიდრე არ მოვიდოდა თვითონ, ან ვინმე სხვა მისთაგანი ან ბადიში. თვითონ კი გაემართა კოლხეთის ქვეყანაში". (ა. ურუშაძე. "ძველი კოლხეთი არგონავტთა თქმულებაში". გვ. 195.)
როგორც ვხედავთ, კუნძულ ევბეაზე კოლხებს, მეგრელებსა და ჭანებს, ჰქონიათ ქალაქ-სახელმწიფო, რომლის გამგებელიც ყოფილა მეფე ჰიპერიონი. შემდეგ იგი შეუცვლია მის შვილს ჰელიოსს, რომელსაც თავისი სამეფო გაუნაწილებია შვილებისთვის ალოევსისა და აიეტისთვის. მაგრამ აიეტი არ დარჩენილა ევბეაზე, არამედ წასულა კოლხეთში და იქ გამეფებულა.