სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

1 - მოგესალმებით

                მოგესალმებით ამ ბლოგით და ამ თემით დაინტერესებულ ყველა მკითხველს და უპირველესად გაგაცნობთ ამ ბლოგის შექმნის მიზეზს.
    ერთხელ, სამეგრელოში მოგზაურობისას სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ოჯახში წავაწყდი ყოვლად შეუხედავ და უბრალო პატარა წიგნს, რომელიც არაფრით არ იპყრობდა არანირ ინტერესს, მასპინძელს რომ არ გაემახვილებინა მასზე ჩემი ყურადღება.
    თავიდან მას უგულისყუროდ გადავავლე თვალი და ისევ თავის ადგილზე დავდევი, მაგრამ მერედამერე ჩემი გონება კვლავაც დაუბრუნდა ამ ნაშრომში გადმოცემულ მოსაზრებებს და რამდენჯერმე კიდევ გადავითიკითხე დიდის ყურადღებით.
   ეს გახლავთ ბატონ ამბროსი კილასონიას მცირე ზომის წიგნი "კოლხეთი სამი ათასი წლის წინათ, აიეტის მეფობის ჟამს".



ერთი შეხედვითაც ადვილად შეამჩნევთ, რომ ამ წიგნის უკან საკმაოდ დიდი და შრომატევადი სამუშაო იმალება. ეს არ არის ხელწამოსაკრავი გამოცემა, არამედ კარგად გააზრებული, ნაფიქრი და მეცნიერულად შესწავლილ-გადამუშავებული ნაშრომია.
შეასაძლებელია მასში გამოთქმული რომელიმე მოსაზრება ან დეტალი საკამათოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ პირადად მე სრულიად ვიზიარებ მასში გამოთქმულ პათოსს და
ვისურვებდი რომ ამ სპეციფიური თემით დაინტერესებულმა პროფესიონალებმაც ყურად იღონ აქ წარმოდგენილი მოსაზრებანი.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს წიგნი სრულიად უმნიშვნელო ტირაჟით არის გამოცემული და ფართო მასებს მასზე ხელი არ მიუწვდებათ, გადავწყვიტე მისი, ასე ვთქვათ, ელექტრონული ვერსია გამეკეთებინა, რათა თითოეულ მკითხველს ადვილად 
შეეძლოს მისი გადაკითხვა.
გისურვებთ სასიამოვნო განწყობილებას და მოდით ყველამ ერთად ვიკამათოდ ამ წიგნისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების შესახებ.
.
გთხოვთ არ დაიშუროთ თქვენი კომენტარები.
.



1 комментарий:

ShikO комментирует...
Этот комментарий был удален автором.