სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

7 - ევბეა


     კუნძული ევბეა პლანეტა მიწის ერთ-ერთი მცირე გეოგრაფიული ნაწილია.
იგი სხვადასხვა დროს განმასხვავებელი სახელით ყოფილა სახელდებული. 
ევბეა, მაკრისი, ნეგრეპონტი, ევია, ეგრიბოსი.

 ( ვ. ა. ურუშაძე. "ძველი კოლხეთი არგონავტთა თქმულებაში". გვ. 139.)

ამ კუნძულის სახელები კი მასზე მცხოვრები ადამიანების სადაურობის მაჩვენებელი იყო ანუ, კუნძულ ეგრიბოსზე მცხოვრებ ტომებს დასაბამიდან თურმე ეგრისელებს უწოდებდნენ. განვიხილოთ ეგრისის წარმომავლობის საკითხი, რომელიც გვიჩვენებს მაკრონების თავდაპირველი საცხოვრისის გეოგრაფიულ მდებარეობას. ამის დასადგენად ვეძიოთ ეგრისის ფუძის, ეგრი-ს წარმოქმნის ფაქტორი. კუნძულ ეგრიბოსსა და ეგრისს აქვთ სართო ფუძე ეგრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგრისი წარმოქმნილია ეგრიბოსის ფუძიდან. ამ მიზეზის გამო კუნძული ევბეა, იგივე ეგრიბოსი კოლხური ტომების, მეგრელებისა და ჭანების (ლაზების) სადაურობის მაჩვენებელია და ამიტომ კოლხები, როგორც ეგრიბოსის მცხოვრებნი ეგრისელებად იწოდებოდნენ თავიდან და ასე იწოდებიან დღესაც.
მას შემდეგ რაც კოლხები ეგრიბოსიდან გადმოსახლებულან და დაუკავებიათ შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპირო ტრაპიზონიდან ბიჭვინთამდე, მისთვის თავისი თავდაპირველი სამშობლოს, ეგრისის სახელი დაურქმევიათ.
.
ამჟამინდელ კუნძულ ევბეას, უძველეს დროში მაკრისი ერქვა, თუმცა
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელწოდება მაკრისი, ევბეას გარდა კიდევ ორ  კუნძულს ერქვა, ქიოსსა და სქერიას. ანუ მაკრისად მოიხსენებოდა სულ სამი კუნძული. მოგრძო ფორმისა და საკმაოდ დიდი ევბეა
 და კიდევ ორი მცირე კუნძული, ქიოსი და სქერია.   


ფიქრობენ, რომ ევბეას სახელი მაკრისი, წარმოქმნილი და დაკავშირებულია მის ფიზიკურ ფორმაზე, სიგრძესთან, რადგან ევბეა საკმაოდ გრძელი და დიდი კუნძულია. ამიტომ ეწოდა მას მაკსრისი.
მაგრამ თვით ბერძნები საეჭვოდ მიიჩნევენ ამ სახელის სიგრძესთან დაკავშირებას და ამბობენ:   "ევბეა მართლაც გრძელი კუნძულია, მაგრამ ქიოსი და სქერია, რომელთაც იგივე სახელი მაკრისი ჰქვიათ სულაც არ არიან გრძელი და დიდიო".
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კუნძულებს ქიოსსა და სქერიას სახელწოდება მაკრისი ალბათ იმიტომ ეწოდა, რომ მაკრონები არა მარტო კუნძულ ევბეაზე ცხოვრობდნენ, არამედ შესაძლოა ცხოვრობდნენ ამ პატარა კუნძულებზეც, ქიოსსა და სქერიაზე, რის გამოც შეერქვა სახელი მაკრისი.
    

  მაშ ასე,    შევეცადოთ წინა სტატიებიდან და ზემოთ მოყვანილი ანალიზიდან გამომდინარე, ჩამოვყალიბდეთ სახელწოდებებში.

1 - მაკრონები - იგივე მაკრისელები ანუ მაკრელები არიან.
.
2 - მაკრონები - მაკრისელი პელასგური ტომები ყოფილან, რომლებსაც უძველეს ხანებში, არგონავტების ავტორის მიხედვით, პელეპონოსის მახლობლად მდებარე კუნძულ ევბეაზე უცხოვრიათ.
.
3 - მაკრონთა ოდინდელ სამკვიდრებელ კუნძულს, ამჟამინდელ ევბეას, მანამდე მაკრისი ჰქვიებია.
.
4 - მაკრონთა ტომისთვის  "მაკრონები" დაურქმევიათ კუნძულ ევბეას ძველი სახელწოდებიდან, მაკრისისგან გამომდინარე. 
.
5 - მაკრონები ევბეადან მცირე აზიაში გადმოსახლებულად და თურმე, როგორც აპოლონიოს როდოსელი გადმოგვცემს, მათი ადგილსამყოფელი ტრაპეზუნტის სანახებით განისაზღვრებოდა.
.                                                           ...
   თუნდაც მხოლოდ აპოლონიოს როდოსელის და მით უმეტეს ანტიკური ხანის სხვა ავტორების მიერ წარმოდგენილი სურათი თვალნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ ხდებოდა დასავლური ქართული წარმომავლობის, მათ შორის მეგრულ-ჭანური ტომების ოდინდელი სამკვიდრებელი ტერიტორიების თანდათანობითი შევიწროება.
   აქვე მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთ არაუმნიშვნელო დეტალსაც.
კერძოდ.    კუნძული ევბეა, არა მხოლოდ კოლხი მაკრონების სამკვიდრებელი ადგილი იყო, არამედ ამ კუნძულზე კიდევ ერთ ქართველურ ტომს, ხალიბებს უცხოვრიათ. ხალიბები იმ დროისთვის ქვეყნად სახელგანთქმულები ყოფილად მადნეულის დამუშავებით.
ვერგილიუსი თავის "გეორგიკების" განმარტებაში აღნიშნავს, რომ ხალიბების ტომს პონტოში, რომელმაც რკინა აღმოაჩინა, სახელი ეწოდათ ევბეას სოფლიდან, რადგანაც აქედან გადმოსახლდნენ. 

  როგრც ვხედავთ ხალიბთა ისტორიასთან  დკავშირებითაც დომინირებს სიტყვა გადმოსახლება, რაც ალბათ გარკვეული კატაკლიზმების გამო მოხდა. როგორც ვხედავთ ეს, მეცნიერების აზრით, ინდოევროპელი ბერძნების შემოსევა იყო. ანუ უხეშად რომ ვთვათ,  ჩვენ -  დღევანდელი ქართველები და იმჟამინდელი კოლხები, მშვენივრად ვცხოვრობდით 33 საუკუნის წინ კუნძულ ევბეაზე, ანუ დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე. გვქონდა კულტურისა და ცხოვრების იმ დროისათვის მაღალი დონე და განვითარების საკმაოდ მაალ საფეხურზე ვიმყოფებოდით.  შემოგვესიენ საიდანღაც, ინდოეთიდან თუ ევროპიდან მოვარდნილი ველური ბერძნები, გამოგვაძევეს ჩვენი ტერიტორიიდან და დღემდე არხეინად ცხოვრობენ ჩვენი წინაპრების სამკვიდრებელ ადგილსამყოფელზე.( მსურს შეგახსენოთ რომ მწვანე ფერით აღნიშნული ტექსტი, გახლავთ ჩემი, ანუ ამ ბლოგის ავტორის მიერ დამატებული განმარტებანი. ასე რომ ხანდახან ნუ მიწყენთ სლენგსა და ბარბარიზმებსაც. )



პროფესორ აკაკი ურუშაძის მიერ წარმოებული კვლევა, ზემოთ განხილულ საკითხებზე, გვიმტკიცებს იმას, რომ კოლხურ ტომებს, მეგრელებსა და ჭანებს (ლაზებს), სხვა პელასგურ ტომებთან ერთად ძვ. წ. მეორე ათასწლეულში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე უცხოვრიათ და დასაბამიდან, მეგრელებისა და ჭანების თავდაპირველი სამშობლო ევბეა ყოფილა. სამწუხაროდ ინდო ევროპელი ბერძნები თავს დასხმია კოლხურ ტომებს, დაურბევია ისინი და დამარცხებული, იძულებულნი გაუხდიათ აყრილიყვნენ თავიანთი ოდინდელი სამშობლოდან და გადასახლებულიყვნენ სხვა ტერიტორიაზე.
კოლხებს მოხერხებული ადგილი უპოვიათ  შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე და მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, ამ ადგილზე დამკვიდრებულან და დაუდვიათ საბოლოო ბინა.












   

Комментариев нет: