სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

5 - პელასგები

     არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ და წინაბერძნული პოეზიის საკითხების დამუშავებამ გამოარკვია, რომ წინაბერძნული მოსახლეობა, პელასგებისა და სხვა მონათესავე ტომების სახით მაღალი კულტურის შემოქმედი იყო. პელასგური მოდგმის ხალხებმა, უძველეს ხანებში, წინა აზიის ვრცელ ტერიტორიაზე და სამხრეთ ევროპაში დიდი კულტურული ცენტრი შექმნეს.
მცირე აზიისა და სამხრეთ ევროპის უძველესი კულტურის შემქმნელ მოსახლეობას, ინდო-ევროპელი ბერძნები მოევლინენ, როგორც დამპყრობნი. განსაკუთრებით დამანგრეველი იყო მომხდურთა ძალა პელეპონესსა და კრეტაზე. რამაც პელასგების ემიგრაცია გამოიწვია.
   ელინურმა ტომებმა აიძულეს ისინი აყრილიყვნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან და მცირე აზიის ზოგიერთი ნაწილიდან, სადაც შემდგომში თავად იონელები დასახლდნენ.
   განსაკუტრებით ძლიერი იყო პელასგების კვალი, ბერძენ ავტორთა გადმოცემით, თესალიის ველზე, ეგრეთწოდებულ პელასგიკურ არგოსში.
  ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებთან, რომლებიც თავის მხრივ უძველეს გადმოცემებს ეყრდნობოდნენ ხშირად ვხვდებით არაპირდაპირ მინიშნებებს და ზოგჯერ პირდაპირ მითითებებსაც, რომ პელასგური და კავკასიური კოლხური ტომები იდენტურია. პელასგი თესალიელები, მცირე აზიელი ტროელები, კუნძულ ლემნოსის მკვიდრი სინტიები, ფაკიები და სხვებიც, კოლხთა მონათესავე ტომებადაა მიჩნეული.

     ძვემბერძნულ ეპოსში, როგორც ჩანს არგონავტთა თქმულების უძველესი კორინთული ვერსიაა გადმოცემული. დაცული მასალების მიხედვით ირკვევა რომ ამ მასალებში ასახული იყო კოლხური წარმომავლობის ტომთა მჭიდრო კავშირი პელასგურ სამყაროსთან, ხოლო შემდგომ ამ ტომთა განსახლების უძველესი სურათი.
   კიკლიკურ პოემაში "ევქალიის აღება", კოლხეთის მეფის, აიეტის ასული მედეა კორინთისთან მჭიდროდ დაკავშირებული სახეა. ლიკოფორნის ცნობით აიეტი კორინთოს ესეიგი კუნძულ ევბეასა და კოლხეთის გამგებელია. . პოემის მიხედვით მედეა კორინთოში ჩადის, როგორც მამამისის სამფლობელოში. ერთხანს განაგებს კიდეც კორინთოს იაზონთან ერთად, სანამ ელინელები შვილებს არ დაუხოცავენ და არ გააძევებენ კორინთოდან.
   როგორც ვხედავთ ამ პოემიდან და კიდევ სხვა მრავალი წყაროებიდან ნათლად ირკვევა, რომ კორინთო (ანუ ეფირე-ევბეა) პელასგების ადრინდელი სამკვიდრებელია. შემთხვევითი არ არის, რომ ევმელოსი, სიმონიდე და სხვა ავტორებიც კორინთოს, პელასგთა ღვთაების, ჰელიოსის ძის, აიეტის სამფლობელოდ მოიხსენიებენ.
    კორინთო  აიეტის წილხვედრი მხარე იყო. ეს ჰომეროსის პოემიდანაც ჩანს. "ოდისეაში" მოხსენებულია ეფირეს (იგივე კორინთოს)  პატრონი, ვინმე ილოს მერმეროსის ძე, რომელთანაც ოდისევსი სტუმრად იყო და რომელსაც სთხოვა ისრის წვერზე წასასმელი შხამი.  სწორედ აქ მოხსენიებული მეფე ილოსი უნდა ვიგულოთ მედეას შვილიშვილად, რადგან მერმეროსი მედეას შვილს ერქვა სახელად. ილოსი რომ მედეას შვილიშვილი იყო ამას მხარს უჭერს კიდევ ერთი გარემოება, რომ ილოსი გრძნეულ წამალთა მკეთებელია, ესეიგი იმ ხელობის მიმდევარია, როლითაც სახელგანთქმულია მედეა.

ოდისევსი ხოცავს პენელოპეს საქმროებს

Комментариев нет: