სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

4 - საბერძნეთი ბერძნების სამშობლო არ არის.

     თავად ბერძნები ამჟამინდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მოსული ერია. ანუ ისინი ბალკანეთის აბორიგენ მოსახლეობას არ წარმოადგენენ.

აი რას წერს პროფესორი, ბატონი აკაკი ურუშაძე თავის ნაშრომში "ძველი კოლხეთი არგონავთტა თქმულებაში" - "მეცნიერთა გარკვეული ნაწილის მიერ დადგენილ ფაქტად არის მიჩნეული სახელდობრ ის, რომ ბერძნები ეგეოსის რაიონში მოსულ ხალხებს წარმოადგენ- დნენ. ელინურ ტომებს, სანამ ისინი ისტორიულ ადგილსამყო-ფელზე დამკვიდრდებოდნენ, წინ უძღოდათ ხანგრძლივი მოგზაურობის პერიოდი ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთისაკენ
   ბერძნული მოსახლეობა აქ შეიქმნა ინდო-ევროპული ტომების თანდათანობითი შემოჭრის შედეგად. ამ დროისათვის წინა აზიასა და სამხრეთ ევროპაში ფესვგამდგარი იყო ის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომელიც კრეტა-მიკენის სახელითაა ცნობილი. ძველი ბერძენი მწერლები, ჰომეროსით მოკიდებული ერთმანეთს ეთანხმებია იმაში, რომ ამ რაიონის მოსახლეობა არაელინური იყო. რომ ამ მოსახლეობას შედგენდნენ აღოსავლური წარმომავლობის ტომები; პელასგები, ლელეგები, დრიოპები და სხვა ეგრეთ წოდებული "ბარბაროსული" ტომები".


მათი ძირითადი სამკვიდრებელი იყო ; თესალია, პელეპონოსი, კრეტა, კრონოსი და მცირე აზია.
ჰომეროსის შემდგომ დროინდელი მწერლები (ჰეკატე მილეთელი, ჰელანიკე ლებოსელი, ჰეროდოტე, სტრაბონი და სხვები)  წერდნენ, რომ უძველესი საბერძნეთის მკვიდრნი, სინამდვილეში ბარბაროსები იყვნენ და არა ელინელები. ჰეკატე მილეთელი (ძვ.წ.აღ - მეექვსე საუკუნე)  უძველეს აბორიგენულ მოსახლეობად ამ ტერიტორიაზე პელასგებს მიიჩნევს. ჰეკატეს ეს მითითება შემოგვინახა სტრაბონმაც, სადაც იგიც აგრეთვე ამბობს, რომ მთელი ელადა "ბარბაროსთა" სამკვიდრებლად გადაიქცა ძველად. ჰეროდოტე კი ეგეოსის რაიონის ავტოქტონებად ასახელებს უშუალოდ პელასგებს.
  

Комментариев нет: