სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

10 - შუმერების ზეგავლენა კოლხებზე, მთვარის ღვთაება "ნანა". ქალაქი მერეხეთი.

   კუნძულ ევბეაზე მცხოვრებ კოლხებს არ შეიძლებოდა არ განეცადათ ახლო აღმოსავლეთის ხელოვნებისა და კულტურის გავლენა. ძვ.წ. მეოთხე საუკუნის მიწურულსა და მესამე საუკუნის დასაწყისში დაწინაურდა მესოპოტამია. ამ პერიოდში ჩნდება ხელოვნების სხვადასხვა დარგები და რაც მთავარია დამწერლობა. აღმოჩენილი პირველი წერილობითი ცნობები ძირითადად სამეურნეო ხასიათის ჩანაწერებია. წერდნენ თიხაზე ლერწმის ჩხირით, რომელიც სოლისებრი ან ლურსმნული დამწერლობის სახელითაა ცნობილი.
ქვა ლურსმული წარწერითლაგაშიდან.
  
მეცნიერებმა დამაჯერებლად დაამტკიცეს რომ დამწერლობის სოლისებრი სახეობა შუმერების მიერაა გამოგონილი. მათი არსებობა მესოპოტამიაში ჩვ. წ. მესამე ათასის ბოლომდე დასტურდება. შემდეგში სად გაქრა ეს ხალხი ცნობილი არ არის.
ლურსმული დამწერლობით ფილა

     მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - Vათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულისდასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.
ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუნიფურიქიში,ლაგაშიურუქიური და უმა.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98
     მესოპოტამიის ძირეული მცხოვრებლები, შუმერები თავიანთი კულტურის კერად თელმინის კუნძულებს (ახლანდელი ბაჰრეინის კუნძულებს სპარსეთის ყურეში) მიიჩნევდნენ., ხოლო ერეხეთს კი უძველეს ქალაქად.
     მდინარე ევფრატის ზემო წელზე მდებარეობდა მეორე მსხვილი ცენტრი, ქალაქი ური, სადაც თაყვანს სცემდნენ მთვარის ღვთაებას "ნანა"-ს.

Комментариев нет: