სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

12 - "ნანა" - "ოდოია" - "ერეხეთი" - "იო"

     პელასგ მაკრონებს - მეგრელებსა და ჭანებს, ისევე როგორც შუმერებს ძვ. წ. ა. დაახლოებით მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ეგეოსის კუნძულ ევბეაზე  ჰქონდათ ქალაქ-სახელმწიფო, რომლის სახელწოდება "ია" ყოფილა და ყოლიათ მეფეები ჰიპერიონი და ჰელიოსი.
     ამ მოსაზრების მტკიცებულება არქეოლოგიური კვლევებით და მეფე-დიდებულთა სამარხების აღმოჩენით შეუძლებელია. ბერძნები "ბარბაროსთა" დიდების ყოველგვარ ნაშთებს ანადგურებდნენ, ხოლო ძველი კოლხები მამაკაცის გვამს მიწაში არ მარხავდნენ, არამედ ხარის გაუთელავ ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ. ასე რომ მრავლადაა ბურუსით მოსილი საკითხები.

მეფე აიეტი

































  
     მიუხედავად ამისა შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ პელასგი კოლხები, მეგრელები და ჭანები იმ დროის კვალობაზე მაღალი ხელოვნებისა და კულტურის მატარებელნი ყოფილან.  შეუთხზავთ ისეთი ხალხური სიმღერები, რომლებმაც რამდენიმე ათას წლებს გაუძლეს. ეს სიმღერებია : "ოდოია", მთვარის ღვთაება "ნანა"-ზე, ფინიკიელების მიერ მოტაცებულ "იო"-ზე, შუმერების ქალაქ "ერეხეთ"-ზე და სხვა.
     შეუქმნიათ ესენი ჯერ კიდევ მაშინ როცა ცხოვრობდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.
   რა არის "ოდოია" ? ის შეუქმნია კოლხურ ტომებს, მეგრელებსა და ჭანებს თავიანთი ქალაქ-სახელმწიფოს "ია"-ს არ დავიწყებისა და სამარადისო ხსენებისათვის. ამ სიმღერას დღესაც ისეთი სიყვარულითა და აღფრთოვანებული სიხარულით მღერიან სამეგრელოში , როგორც მად მღეროდნენ კუნძულ ევბეაზე ოთხი ათასი წლის უკან.
     შუმერების კულტურის გავლენას განიცდიდა ახლო აღმოსავლეთის მკვიდრი მოსახლეობა, მათ შორი გამონაკლისი არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ პელასგი კოლხები. ამიტომ, ისე, როგორც შუმერები კოლხებიც დიდ თაყვანს სცემდნენ მთვარის ღვთაება "ნანა"-ს მშობელ დედას, რომელსაც ყველაზე მაღლა აყენებდნენ. ეს თვისება შემორჩათ ახ. წ. მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე. სამეგრელოს ყველა კუთხეში დედას ნანას უწოდედბდნენ. სამწუხაროდ ოდიდან მოყოლებული ეს სასიყვარულო სახელი დაავიწყებინეს ხალხს, როგორც ღვთაების სახელი და ძველი სარწმუნოების გადმონაშთი. ეს ყოველივე ნაძალადევი აგიტაციის შედეგი იყო. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ახალგაზრდობამ სამარცხვინოდ ჩათვალა ამ სიტყვის ხმარება.
     საჭიროა მეგრულ ენაში საყვარელ დედებს დავუბრუნოთ თავიანთი უძველესი ღვთაებრივი სახელი "ნანა", რომელიც სასიამოვნოდ ჟღერს და ადიდებს დედების ავტორიტეტს.
      "ნანა"-ს სადიდებელი სიმღერები შეუქმნიათ მეგრელებსა და მას დღესაც დიდი სიყვარულით და აღტაცებით მღერიან. დაახლოებით ოთხი ათასი წლის უკანაა შექმნილი სიმღერები "ნანაია ნანა", "ნანასქუა", "ვოვნანა", "დიდოია ნანა", ყველა ეს სიმღერები რაღაცის უკმარისობის, თითქოსდა უძლურების გამომხატველს წააგავს, მაგრამ როგორი აღელვებულიც არ უნდა იყოს ადამიანი ამ სიმღერების მოსმენა უამებს გულს, უწყნარებს ნერვებს, ანელებს გამწარებულ გრძნობებს, სიხარულს გვრის ავი ფიქრებით შეპყრობილს. არ მეგულება "ნანა"-ზე უფრო გულშიჩამწვდომი, აღელვებული გრძნობების დამაამებელი სიმღერა სხვა ქართულ სიმრერებს შორის.
     სამწუხაროა სიმღერა "იო"-ზე დავიწყებას რომ მიეცა. ამ სიმღერას სამეგრელოში მღეროდნენ ჩვენი საუკუნის ოცდაათიან წლებამდე. იწყებოდა იგი ასე - "ჰოჰო იო მუშენ ვა მორთიო". ამ სიმღერას აგუგუნებდა რვა-ათი კაცი. (იო არგუსის მეფის ასული იყო, რომელიც ფინიკიელებმა მოიტაცეს და ეგვიპტეში ჩაიყვანეს.) როგორც ჩანს ეგეოსის კუნძულებზე გავრცელებულ სიმღერას "იო"-ზე პელასგი კოლხებიც მღეროდნენ. შავი ზღვის სანაპიროებზე გადმოსახლების შემდეგაც კოლხებმა ეს სიმღერა არ დაივიწყეს და დღემდე შემორჩათ. ასევე ჩვენამდე მოაღწია სიმღერამ შუმერების ქალაქ ერეხეთზე, რომელსაც ეხლაც მღერიან სამეგრელოში.
     ყველა ჩამოთვლილ სიმრერების წარმოშობას თავისი მიზეზი აქვს. შესაძლოა უფრო მეტად დაზუსტებას საჭიროებდეს ყოველივე ეს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ახსნა განმარტებების გარდა სხვა ახსნა მათ არ მოეძებნებათ. 

Комментариев нет: