სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

6 - მაკრონები (მეგრელები)

          მაკრონები სხვანაირად მაკრო-კეფალები, ანუ გრძელ თავიანების სახელით მოიხსენიებიან. მაკრონების ძველი სახელი მაკრისელები ანუ მაკრალები ყოფილა, რაც მ-აგრ-ალ-ი-ს შესატყვისისა და ბერძნული მორფოლოგიის კვალობაზე არის გაფორმებული.
   სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ მაკრონი მეგრელთა სატომო სახელი იყო.
მაკრონებად აგრეთვე იწოდებოდნენ სანები, (უფრო მდაბიურად ჭანები, ლაზები.)

ნოქალაქევი. არქეოპოლისი.

  
მაკრონები ანუ მაკრისელები ცხოვრობდნენ კუნძულ ევბეაზე. მათ შესახებ საყურადღებო ეთნიკური და გეოგრაფიული ცნობები მოიპოვება ანტიკური ხანის მწერლობაში. სწორედ ეს ცნობები გვაძლევს საშუალებებს ვიმსჯელოთ მაკრონთა ტომების განსახლების, სხვა კოლხურ ტომებთან მისი ურთიერთობისა და ზნე-ჩვეულებების შესახებ. ბერძნული წყაროების მიხედვით მაკრონები  -  დასავლურ ქართველურ ტომებში შემავალი, ერთ-ერთი  კოლხური ტომია.
მეგრელი ქალი.1897.
http://www.kunstkamera.ru/exhibitions/virtualnye_vystavki/zhenskie_liki_kavkaza/xix_vek/
     ევსტათი თესალონიკელი დიონისეს განმარტებაში აღნიშნავს, რომ მაკრონების პონტოელ ტომს, მცხოვრებს ბექირების სამხრეთით, უწოდებენ სანებს, უფრო მდაბიურად ჭანებს. სანების ქვეყანასაც ჭანიკეს ეძახიან ისინი, ვინც მდაბიურ გამოთქმას ხმარობს.     დიონისეს ქალკიდელი კი მაკრონებზე ამბობს,რომ მაკრონები ეწოდათ იმიტომ, რომ ევბეადან არიან გადმოსახლებულნიო. ზოგიერთნი იმასაც ამბობენო, რომ მაკრონებად იმიტომ იწოდებიან რომ მათში ისევე ბევრია გრძელთავიანნი, როგორც სპარსებში არწივის ცხვირიანნიო. თავად ჰეროდოტე თავის მეორე წიგნში, მაკრონების ლაშქარს პელასგებად მოიხსენიებს.
    "არგონავტიკაშიც" როდოსელმა პელასგებად მოიხსენია მაკრონები. იქვე დასძენს რომ ისინი ევბეადან არიანო გადმოსახლებულები, ევბეა კი მდებარეობსო მახლობლად პელეპონესისა, რომელსაც ძველად პელასგისი ერქვაო.
.
          მოდით ვნახოთ დღეს რა ინფორმაციას გვაძლევს ვიკიპედია მაკრონების შესახებ.

კავკასიის რეგიონი ძვ. წ. III საუკუნეში


მაკრონები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მაკრონები - წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში
ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში და მის 
ამოსავლეთით. მაგ., ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით 
2 დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადატურებენ აპოლონიოს როდოსელი
სტრაბონიპლინიუსი, V საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. 
  ზოგიერთი მათგანი (მაგ., სტრაბონი) თვლის, რომ მაკრონებს ძველი ავტორები ეძახდნენ 
აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს). სახელწოდება „მაკრონში“ თანამედროვე მკვლევრები 
ხედავენ დასავლეთ-ქართველთა ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში 
(მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია 
ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით.
მაკრონები სხვა ქართველ ტომებთან ერთად ძვ. წ. V საუკუნეში შედიოდნენ სპარსეთის 
იბერიის XIX სატრაპიაში. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში 
საბერძნეთზე. ამ ომში ისინი შეიარაღებული ყოფილან ისევე, 


ამ სტატიას პატარა უცნაური 
გამოცანით ვამთავრებ.
ეს ცნობილი ლემნოსის სტელაა.
ეტრუსკული დამწერლობა.
იკითხება მხოლოდ 
მეგრულ-ლაზურ ენაზე.
:)

2 комментария:

Margalona комментирует...

ძალიან საინტერესო სტატიაა, დიდი მადლობა.


წაგვიკითხე რა სტელაზე მეგრულ-ლაზურად რა არის დაწერილი :)

ShikO комментирует...

რამდენადაც ვიცი სიტყვები მკაფიოდ იკითხება, მაგრამ აზრი ჯერ ვერ გამოიტანეს. დეტალები ჩემთვისაც უცნობია. მრავალი მეცნიერი ცდილობს მის გაშიფვრას. უამრავი ენა მიუსადაგეს, მაგრამ ვერცერთმა ენამ ვერ გახსნა. ფაქტია და თან მეცნიერულად დადასტურებული რომ მეგრულ-ლაზურმა ეს წარწერა გახსნა.
ანუ ჯერ კიდევ "ენიგმა"-დ წოდებული არტეფაქტია.
გამოცანა.