სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

8 - ლაზები (ჭანები)

     ჭანების, ანუ იგივე ლაზების შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე ასეთ ცნობებს გვაწვდის.   "ჯერ კიდევ ჰეროდოტეს და სტრაბონის დროს ლაზები დასახლებული იყვნენ შორს არმოსავლეთით, ტრაპიზონიდან მდინარე ღალისამდე, ანუ ახლანდელ ყიზილ-ერმაკამდე. ქსენოფონტეს ტრაპიზონი მდებარეობდა კოლხეთის ლაზთა ქვეყანაში. თავის მხრივ ქართველი მემატიანეები ქრ.შობის პირველ საუკუნეში, მას, ესე იგი ტრპიზონს უწოდებდნენ ეგრისი სოფელს". აჭარაში ოსმალეთის ბატონობის დროს ბათუმის ფაშასთან არსებული მეჯლისის უხუცესი წევრი ხასან-აღას ნაამბობს, ბაქრაძე, როგორც თითონ აღნიშნავს, გადმოგვცემს სიტყვა-სიტყვით. აი რას ამბობს ხასან-აღა. " საერთოდ ჩვენებური თქმულებებით, ჩვენ, ლაზები, მეგრელებთან ერთად ერთ ტომს შევადგენდით, ამბობენ, რომ ამ ტომს ოდესღაც შავი ზღვის სანაპირო (მიჯრით) ეკავა ქვემრიდან ბიჭვინთამდე და რომელიღაც ქართველი მეფე ჯარით თავს დასხმია ლაზებს, გაყო ისინი და შუაში ქართველები ჩაუსახლაო".  ( დ. ბაქრაძე. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. გვ. 31.)


      
ისტორიკოსი, ბატონი დ. ბაქრაძე ეთანხმება ხასან-აღას იმაში, რომ "ლაზთა ტომს მიჯრით ეკავა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის მეტი ნაწილი. ეთანხმება იმაშიც, რომ ქართველები ძალად შეიჭრნენ სოლივით მათ მხარეში და ერთმანეთისგან განაცალკავეს ისინი, მაგრამ როდის და რა ვითარებაში "აი ეგ არის ფარული და გაუჭვრეტელი წყვდიადით"-ო.


ლაზების დედაქალაქი ტრაპიზონი ოსმალებმა დაიპყრეს 1461 წელს. ამ დღიდან იწყება ლაზებსა და მეგრელებს შორის ქართველების ძალით ჩასახლება. თავის მონათესავე ტომს ჩამოცილებული ლაზები ოსმალეთის აშკარა გავლენის ქვეშ მოექცნენ.  ქართველთა ეს უძველესი კოლხური ტომი დასაბამისად დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ტომია. ისინი ბოლოს მაინც დამპყრობთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ. თითქმის დაკარგეს ენა, სარწმუნოება, ეროვნული კულტურა და აღმოჩნდნენ დაღუპვის გზაზე უმწეოდ მდგომნი.


ლაზები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან


ლაზებიჭანები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, წარსულში ერთ-ერთი ქართული ტომი იყო.
ლაზები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა (ისტორიული ლაზეთი, ჭანეთი) და მდინარე ჭოროხის აუზის მკვიდრი მოსახლეობაა. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსულმანები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.
ვახუშტი ბაგრატიონი ლაზებს ასე ახასიათებს:
„… კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე“.
ანთროპოლოგიურად სუფთა სისხლის (ქართული წარმოშობის) ლაზების დიდ ნაწილს ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვთ. აგებულებით დასავლურ-ქართული, შავი ზღვისპირა გარეგნობით გამოირჩევიან. საშუალოზე მაღალი სიმაღლე, მოგრძო სახე, სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები ქართული წარმოშობის ლაზებისთვის დამახასიათებელია. თურქებთან ნარევი ლაზების უმრავლესობას ქართული სახე დაკარგული აქვთ და გარეგნულად აზიური წარმოშობის ადამიანებს მოგვაგონებენ.


Комментариев нет: