სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

12 - "ნანა" - "ოდოია" - "ერეხეთი" - "იო"

     პელასგ მაკრონებს - მეგრელებსა და ჭანებს, ისევე როგორც შუმერებს ძვ. წ. ა. დაახლოებით მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ეგეოსის კუნძულ ევბეაზე  ჰქონდათ ქალაქ-სახელმწიფო, რომლის სახელწოდება "ია" ყოფილა და ყოლიათ მეფეები ჰიპერიონი და ჰელიოსი.
     ამ მოსაზრების მტკიცებულება არქეოლოგიური კვლევებით და მეფე-დიდებულთა სამარხების აღმოჩენით შეუძლებელია. ბერძნები "ბარბაროსთა" დიდების ყოველგვარ ნაშთებს ანადგურებდნენ, ხოლო ძველი კოლხები მამაკაცის გვამს მიწაში არ მარხავდნენ, არამედ ხარის გაუთელავ ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ. ასე რომ მრავლადაა ბურუსით მოსილი საკითხები.

მეფე აიეტი

11 - რატომ ბოლოვდება მეგრული გვარები "ია" - თი.

     კუნძულ კრეტაზე, კრონოსის სამეფო სასახლის ნანგრევების გათხრებისას, აღმოჩენილი იქნა თიხის ფირფიტები, რომლებზეც გაკეთებული იყო ლურსმული წარწერები. გაშიფვრის შედეგად, რომელიც გააკეთა ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ ჩედვიკმა, საყურადღებო ცნობები იქნა ამოკითხული.  კერძოდ, ძველ საბერძნეთში და საერთოდ მიკენურ სამყაროში, ერთი და იგივე სახელის მქონე ორი პიროვნების გარჩევა ერთმანეთისგან ხდებოდა მამის სახელის დამატებით. ეს წესი ვრცელდებოდა არისტოკრატიული გვარეულობის წარმომადგენლებზე. დანარჩენ პირებს, ერთმანეთისგან  განასხვავებდნენ მათი საცხოვრებელი ადგილის სახელწოდების დამატებით.
ფესტოს დისკის A მხარე
     ეს წესი, როგორც ჩანს,  ვრცელდებოდა არა მარტო კუნძულ კრეტაზე, არამედ ეგეოსის ზღვის მთელ არქიპელაგზე. ამიტომ პელსაგი მაკრისელები, მეგრელები და ჭანები (ლაზები) ამ წესის მატარებლები იქნებოდნენ. ბატონი ჯონ ჩედვიკის ცნობის მიხედვით ამ გვარების დაბოლოვებამ  მშობლიური ქალაქის, პოლისის სახელწოდება უნდა დაგვიდგინოს.
    აქვე მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ დასაბამიდან კოლხურ ტომთა გვარები გადადის შთამომავლობიდან შთამომავლობაზე, თაობიდან თაობაზე უცვლელად. ამ მიზეზის გამო, კოლხური ტომის ადამიანები, იმ გვარებს ატარებენ დღესაც, რა გვარებსაც ატარებდნენ მათი წინაპრები ალბათ რამოდენიმე ათასი წლის წინათ. : ალან-ია, ბაღათურ-ია, გამსახურდ-ია, გრიგოლ-ია, დანელ-ია, ესვანჯ-ია, თოფურ-ია, კვარაცხელ-ია, ლომა-ია, მამფორ-ია, ნაჭყეპ-ია, ოდიშარ-ია, პერტა-ია, რუხა-ია, ჟვან-ია, რუბენ-ია, საჯა-ია, ფიფ-ია, ქობალ-ია, შონ-ია, ჩაჩიბა-ია, ცაგურ-ია, ძაგან-ია, ჟორდან-ია, წურწუმ-ია, ჭილა-ია, ჯალაღონ-ია და სხვა მრავალი.


    ია-თი დაბო;ოვებული ადამიანები ბევრია აფხაზეთშიც და ისინი თავიანთ თავს აფხაზებად თვლიან ვინაიდან სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ეგრისის სამეფოდან  დაწყებული, ეწოდებოდა აფხაზეთი და იქ მცხოვრები მეგრელები აფხაზებად მოიხსენიებოდნენ, ამიტომ აფხაზებს, ისევე როგორც მეგრელებს მეგრული გვარები ჰქონდათ და მათი მშობლიური ენა იყო მეგრული. ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე რომ აფხაზეთი ღვიძლი კუთხეა სამეგრელოსი და უძველესი აფხაზები მეგრელები იყვნენ.
     ეხლა დავაკვირდეთ ზემოთ ჩამოთვლილ გვარების დაბოლოებას, გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნა ბატონ ჯონ ჩედვიკის მიერ ამოკითხული და გაანალიზებული ლურსმული წარწერებიდან, რომელიც აღმოაჩინა თიხის ფირფიტებზე მიკენური სამყაროს სამეფო სასხლის ნანგრევთა გათხრების დროს და დავრწმუნდებით იმაში რომ
ამ გვარების დაბოლოვება "ია" მშობლიური ქალაქის ანუ პოლისის სახელწოდება უნდა იყოს . გვარის დაბოლოვება "ია" იმ დროის კოლხისათვის თანამედროვე პასპორტის მსგავსი საბუთი იყო და ამტკიცებდა იმას, რომ ის პოლის "ია"-ს მკვიდრი და ნამდვილი მაცხოვრებელია და გამორიცხული ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გაესაღებინა თავი სხვა პოლისის მაცხოვრებლად.

ჩედვიკი, ჯ.
მიკენური სამყარო : ლონდონი, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1975 წ. / საქ. სსრ მეცნ. აკად. საზ. მეცნ. დარგში სამეცნ. ინფორმ. სექტორი ; რედ.: ე. რუსიაშვილი ; მთარგ.: თ. ბუაჩიძე. - თბ. : განათლება, 1982. - 118გვ. ; 20სმ.. - (საზოგადოებრივი მეცნიერებანი საზღვარგარეთ). - თავფურ. ქართ. და რუს. ენ.. - [ფ.ა.], 100ც.[MFN: 135594]
P 1482/1982 - Depositary Georgian Publications
Kept in: სპებ

10 - შუმერების ზეგავლენა კოლხებზე, მთვარის ღვთაება "ნანა". ქალაქი მერეხეთი.

   კუნძულ ევბეაზე მცხოვრებ კოლხებს არ შეიძლებოდა არ განეცადათ ახლო აღმოსავლეთის ხელოვნებისა და კულტურის გავლენა. ძვ.წ. მეოთხე საუკუნის მიწურულსა და მესამე საუკუნის დასაწყისში დაწინაურდა მესოპოტამია. ამ პერიოდში ჩნდება ხელოვნების სხვადასხვა დარგები და რაც მთავარია დამწერლობა. აღმოჩენილი პირველი წერილობითი ცნობები ძირითადად სამეურნეო ხასიათის ჩანაწერებია. წერდნენ თიხაზე ლერწმის ჩხირით, რომელიც სოლისებრი ან ლურსმნული დამწერლობის სახელითაა ცნობილი.
ქვა ლურსმული წარწერითლაგაშიდან.
  

9 - პოლისი. კოლხების ქალაქ-სახელმწიფო ჯერ კიდევ კუნძულ ევბეაზე.

    პელასგ კოლხების რაოდენობა კუნძულ ევბეაზე, ქიროსსა და სქერიაზე, სავარაუდოდ რამოდენიმე ასეულ ათასს აღემატებოდა. მსგავსად იმდროინდელი წყობისა, კოლხებს ქვეყნის მართვის რაღაც ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ჰქონოდათ. ეს ცენტრი კი იმ დროისათვის დამახასიათებელი ქალაქ-სახემწიფო ანუ პოლისი უნდა ყოფილიყო.


ამ ელემენტარული ლოგიკით კოლხურ ტომებს, მეგრელებსა და ჭანებს (ლაზებს) კუნძულ ევბეაზე უნდა ჰქონოდათ პოლისი, ანუ ქალაქ-სახელმწიფო და ჰყოლოდათ მისი გამგებელი მმართველი მეფეც.

მივყვეთ ძველბერძნულ ცობებს, რომლებიც გვიამბობენ შემდეგს :"ალოევსი და აიეტი, ჰელიოსისა და ანტიოპეს შვილები იყვნენ. ჰელიოსმა მათ დაუნაწილა ქვეყანა და ალოევსს შეხვდა მხარე არკადიაში, აიეტს კი კორინთო.(ევბეა).   აიეტს სამფლობელო  არ მოეწონა და ამიტომ ქალაქი გადასცა ვინმე ბუნეს, ჰერმესის ძეს. თან უთხრა დაეცვა იგი მისი შთამომავლობისათვის, თვითონ კი სკვითიის კოლხეთში წავიდა და მეფედ დამკვიდრდა".


                                                                 თითქმის ზუსტად იგივეს გვიამბობს ვინმე პოეტი ევმელოსი. კერძოდ კი იგი ასე წერს : "და როდესაც იშვენ აიეტი და ალოევსი  ჰელიოსისა და ანტიოპესაგან,  მაშინ ჰიპერიონის ბრწყინვალე ვაჟმა თავის შვილებს ორ ნაწილად გაუყო ქვეყანა. რასაც ასოპოსი შეიცავდა, იგი ღვთაებრივ ალოევსს უბოძა, ხოლო რაც ეფირეს ეკავა მთლიანად აიეტს მისცა.    მაგრამ აიეტმა იგი გადასცა ბუნეს დასაცავად, ვიდრე არ მოვიდოდა თვითონ, ან ვინმე სხვა მისთაგანი ან ბადიში. თვითონ კი გაემართა კოლხეთის ქვეყანაში".  (ა. ურუშაძე. "ძველი კოლხეთი არგონავტთა თქმულებაში". გვ. 195.)



 როგორც ვხედავთ, კუნძულ ევბეაზე კოლხებს, მეგრელებსა და ჭანებს, ჰქონიათ ქალაქ-სახელმწიფო, რომლის გამგებელიც ყოფილა მეფე ჰიპერიონი.  შემდეგ იგი შეუცვლია მის შვილს ჰელიოსს, რომელსაც თავისი სამეფო გაუნაწილებია შვილებისთვის ალოევსისა და აიეტისთვის. მაგრამ აიეტი არ დარჩენილა ევბეაზე, არამედ წასულა კოლხეთში და იქ გამეფებულა.


8 - ლაზები (ჭანები)

     ჭანების, ანუ იგივე ლაზების შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე ასეთ ცნობებს გვაწვდის.   "ჯერ კიდევ ჰეროდოტეს და სტრაბონის დროს ლაზები დასახლებული იყვნენ შორს არმოსავლეთით, ტრაპიზონიდან მდინარე ღალისამდე, ანუ ახლანდელ ყიზილ-ერმაკამდე. ქსენოფონტეს ტრაპიზონი მდებარეობდა კოლხეთის ლაზთა ქვეყანაში. თავის მხრივ ქართველი მემატიანეები ქრ.შობის პირველ საუკუნეში, მას, ესე იგი ტრპიზონს უწოდებდნენ ეგრისი სოფელს". აჭარაში ოსმალეთის ბატონობის დროს ბათუმის ფაშასთან არსებული მეჯლისის უხუცესი წევრი ხასან-აღას ნაამბობს, ბაქრაძე, როგორც თითონ აღნიშნავს, გადმოგვცემს სიტყვა-სიტყვით. აი რას ამბობს ხასან-აღა. " საერთოდ ჩვენებური თქმულებებით, ჩვენ, ლაზები, მეგრელებთან ერთად ერთ ტომს შევადგენდით, ამბობენ, რომ ამ ტომს ოდესღაც შავი ზღვის სანაპირო (მიჯრით) ეკავა ქვემრიდან ბიჭვინთამდე და რომელიღაც ქართველი მეფე ჯარით თავს დასხმია ლაზებს, გაყო ისინი და შუაში ქართველები ჩაუსახლაო".  ( დ. ბაქრაძე. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. გვ. 31.)


      

7 - ევბეა


     კუნძული ევბეა პლანეტა მიწის ერთ-ერთი მცირე გეოგრაფიული ნაწილია.
იგი სხვადასხვა დროს განმასხვავებელი სახელით ყოფილა სახელდებული. 
ევბეა, მაკრისი, ნეგრეპონტი, ევია, ეგრიბოსი.

 ( ვ. ა. ურუშაძე. "ძველი კოლხეთი არგონავტთა თქმულებაში". გვ. 139.)

6 - მაკრონები (მეგრელები)

          მაკრონები სხვანაირად მაკრო-კეფალები, ანუ გრძელ თავიანების სახელით მოიხსენიებიან. მაკრონების ძველი სახელი მაკრისელები ანუ მაკრალები ყოფილა, რაც მ-აგრ-ალ-ი-ს შესატყვისისა და ბერძნული მორფოლოგიის კვალობაზე არის გაფორმებული.
   სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ მაკრონი მეგრელთა სატომო სახელი იყო.
მაკრონებად აგრეთვე იწოდებოდნენ სანები, (უფრო მდაბიურად ჭანები, ლაზები.)

ნოქალაქევი. არქეოპოლისი.