სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

ჩემი საყვარელი ლექსები

გარდუვალობა


რა დღეს,
რა ხვალ -
უნდა ითქვას
ყელთან მობჯენილი სიტყვა…
უსიკვდილოდ პასუხს ითხოვს
ცალად მოწრიალე კითხვა!..

ყველაფერი უკან დარჩა -
გზა გაკემსა ბეწვის ხიდმა…
ხან დუმილმა უღვთომ გტანჯა,
ხან ხმაურმა გაგარინდა…

ზოგჯერ ეჭვმა დაგიურვა,
ზოგჯერ ღვთის თუ კაცის რიდმა…
ზოგჯერ - დიდმა სიხარულმა,
ზოგჯერ ურვამ უფრო დიდმა…

მოგატარა ცა-მთა-ბარი
გულმა - 
განუყრელმა გიდმა…
გვიან აგეხილა თვალი…
გვიან მოდის ცოდვის კითხვა…

სით მოსული აწ სით წახვალ,
რა გზას დაადგები, მითხარ?!..
- ვისმა შეგიფაროს სახლმა,
სულ ღვთის მოიმედედ ვით ხარ?!.

ჟამი დის და 
გიხმობს ზარი…
ღამეს - ღამე,
დღე დღეს მიჰყვა…
ჩივის სული განაბზარი -
- გულმა როგორ გამაბრიყვა?!.

ხმა სიცოცხლის სისხლს გინედლებს,
ხმა სიკვდილის ძვალ-რბილს გიხრავს…
და ყრუდჩაჟამებულ კედლებს
სივრცეც შენი მოუტიხრავს…

არსით ხსნა და არსით შველა -
მინდობილხარ ბედს და იღბალს…
მაინც გჯერა -
უეჭველად
მოვა,
ვინც უსაზღვროდ გიყვარს!..

ამ ერთი და ერთადერთი
რწმენითა და იმედით ხარ…
გწამს, რომ აგიცხადებს ღმერთი,
რაც შენს შუბლზე წაუკითხავს!..

სულის რომ გსურს მობრუნება,
კვლავ ლექსადვე ამოითქვამ…
წყლულზეც მოგესალბუნება,
თუ რამ სადმე ამო ითქვა…

ბედი შენი სხვისას არ ჰგავს -
არ გაჰყვება გვალვა დიდხანს…
შენს ზვარ-ბაღს და ნათეს-ნარგავს
ცით ცვარ-ნამი გადახვითქავს…

შენი ხილიც დამწიფდება,
შენი ყანაც გვირგვინს იდგამს!..
ვიდრე გათოვ-გაწვიმდება,
ღვინობისთვეც მოგაკითხავს!..

გაწყვეტილი გაგიკემსა
გზა რამდენგზის ბეწვის ხიდმა1..
გამწყდარ ნერვის მწარე კვნესაც
კვლავაც ლექსად ამოითქვა…

ვინც დაგბადა ხატად თვისად,
არ დაგაგდებს განუკითხავს,
რადგან ერთხელ უნდა ითქვას
გულს ამობჯენილი სიტყვაც!..

რადგან ერთხელ ხამს დაბზაროს
გულიც - ნაგიჟარმა რიტმმა!..
და ერთხელვე დაჰკრას ზარმაც -
ცოდვისსოფლის გასაკითხმა!..

რადგან ერთხელ უნდა გატყდეს
ნავსიც,
პურიც,
ციხეც…
თვით ქვაც!..
რადგან ერთხელ უნდა აღდგეს,
ვინც ცოდო-მადლს განიკითხავს!..

რადგან ერთხელ უნდა დაწდეს
წყალიც,
სისხლიც,
მოთქმა-მითქმაც!..
რადგან 
ერთხელ 
უნდა 
გაწყდეს
და გიმუხთლოს
ბეწვის
ხიდმაც!..

რადგან ერთხელ -
უნდა უხმოს
სულსაც
იდუმალმა
ცით
ხმამ!..
და ცალს თვისას
შეეუღლოს
ცალად
მოწრიალე
კითხვა!!! 

................................................................................................იმედი ჯახუა


































































ფეხებზე მკიდია ცივილიზაცია,
ევროპელობისკენ მოდიფიკაცია;
_ მე მიყვარს თბილისი, იმ ყარაჩოღელივით;
არღანით მეტეხს რომ ჩაუვლის ტივით;
_ მე მიყვარს მთა! ხევსურთა თარეში;
ხატობას თენება, ღრეობა ღამეში;
_ მე მიყვარს კახეთი! ბავშვობა შურდული;
ალავერდს თენება, მთვარე და ურმული;
_ მე მიყვარს მშვიდი ტბა; გედებით, იხვებით;
ტყეში მურა დათვი, ჭიუხი ჯიხვებით;
_ მე მიყვარს საქართველო! დავითის, თამარის;
განა ქართველისთვის მთავარი რა არის?
ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც;
ამერიკაცა და ცივილიზაციაც...