სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

9 - პოლისი. კოლხების ქალაქ-სახელმწიფო ჯერ კიდევ კუნძულ ევბეაზე.

    პელასგ კოლხების რაოდენობა კუნძულ ევბეაზე, ქიროსსა და სქერიაზე, სავარაუდოდ რამოდენიმე ასეულ ათასს აღემატებოდა. მსგავსად იმდროინდელი წყობისა, კოლხებს ქვეყნის მართვის რაღაც ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ჰქონოდათ. ეს ცენტრი კი იმ დროისათვის დამახასიათებელი ქალაქ-სახემწიფო ანუ პოლისი უნდა ყოფილიყო.


ამ ელემენტარული ლოგიკით კოლხურ ტომებს, მეგრელებსა და ჭანებს (ლაზებს) კუნძულ ევბეაზე უნდა ჰქონოდათ პოლისი, ანუ ქალაქ-სახელმწიფო და ჰყოლოდათ მისი გამგებელი მმართველი მეფეც.

მივყვეთ ძველბერძნულ ცობებს, რომლებიც გვიამბობენ შემდეგს :"ალოევსი და აიეტი, ჰელიოსისა და ანტიოპეს შვილები იყვნენ. ჰელიოსმა მათ დაუნაწილა ქვეყანა და ალოევსს შეხვდა მხარე არკადიაში, აიეტს კი კორინთო.(ევბეა).   აიეტს სამფლობელო  არ მოეწონა და ამიტომ ქალაქი გადასცა ვინმე ბუნეს, ჰერმესის ძეს. თან უთხრა დაეცვა იგი მისი შთამომავლობისათვის, თვითონ კი სკვითიის კოლხეთში წავიდა და მეფედ დამკვიდრდა".


                                                                 თითქმის ზუსტად იგივეს გვიამბობს ვინმე პოეტი ევმელოსი. კერძოდ კი იგი ასე წერს : "და როდესაც იშვენ აიეტი და ალოევსი  ჰელიოსისა და ანტიოპესაგან,  მაშინ ჰიპერიონის ბრწყინვალე ვაჟმა თავის შვილებს ორ ნაწილად გაუყო ქვეყანა. რასაც ასოპოსი შეიცავდა, იგი ღვთაებრივ ალოევსს უბოძა, ხოლო რაც ეფირეს ეკავა მთლიანად აიეტს მისცა.    მაგრამ აიეტმა იგი გადასცა ბუნეს დასაცავად, ვიდრე არ მოვიდოდა თვითონ, ან ვინმე სხვა მისთაგანი ან ბადიში. თვითონ კი გაემართა კოლხეთის ქვეყანაში".  (ა. ურუშაძე. "ძველი კოლხეთი არგონავტთა თქმულებაში". გვ. 195.)



 როგორც ვხედავთ, კუნძულ ევბეაზე კოლხებს, მეგრელებსა და ჭანებს, ჰქონიათ ქალაქ-სახელმწიფო, რომლის გამგებელიც ყოფილა მეფე ჰიპერიონი.  შემდეგ იგი შეუცვლია მის შვილს ჰელიოსს, რომელსაც თავისი სამეფო გაუნაწილებია შვილებისთვის ალოევსისა და აიეტისთვის. მაგრამ აიეტი არ დარჩენილა ევბეაზე, არამედ წასულა კოლხეთში და იქ გამეფებულა.


8 - ლაზები (ჭანები)

     ჭანების, ანუ იგივე ლაზების შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე ასეთ ცნობებს გვაწვდის.   "ჯერ კიდევ ჰეროდოტეს და სტრაბონის დროს ლაზები დასახლებული იყვნენ შორს არმოსავლეთით, ტრაპიზონიდან მდინარე ღალისამდე, ანუ ახლანდელ ყიზილ-ერმაკამდე. ქსენოფონტეს ტრაპიზონი მდებარეობდა კოლხეთის ლაზთა ქვეყანაში. თავის მხრივ ქართველი მემატიანეები ქრ.შობის პირველ საუკუნეში, მას, ესე იგი ტრპიზონს უწოდებდნენ ეგრისი სოფელს". აჭარაში ოსმალეთის ბატონობის დროს ბათუმის ფაშასთან არსებული მეჯლისის უხუცესი წევრი ხასან-აღას ნაამბობს, ბაქრაძე, როგორც თითონ აღნიშნავს, გადმოგვცემს სიტყვა-სიტყვით. აი რას ამბობს ხასან-აღა. " საერთოდ ჩვენებური თქმულებებით, ჩვენ, ლაზები, მეგრელებთან ერთად ერთ ტომს შევადგენდით, ამბობენ, რომ ამ ტომს ოდესღაც შავი ზღვის სანაპირო (მიჯრით) ეკავა ქვემრიდან ბიჭვინთამდე და რომელიღაც ქართველი მეფე ჯარით თავს დასხმია ლაზებს, გაყო ისინი და შუაში ქართველები ჩაუსახლაო".  ( დ. ბაქრაძე. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. გვ. 31.)


      

7 - ევბეა


     კუნძული ევბეა პლანეტა მიწის ერთ-ერთი მცირე გეოგრაფიული ნაწილია.
იგი სხვადასხვა დროს განმასხვავებელი სახელით ყოფილა სახელდებული. 
ევბეა, მაკრისი, ნეგრეპონტი, ევია, ეგრიბოსი.

 ( ვ. ა. ურუშაძე. "ძველი კოლხეთი არგონავტთა თქმულებაში". გვ. 139.)

6 - მაკრონები (მეგრელები)

          მაკრონები სხვანაირად მაკრო-კეფალები, ანუ გრძელ თავიანების სახელით მოიხსენიებიან. მაკრონების ძველი სახელი მაკრისელები ანუ მაკრალები ყოფილა, რაც მ-აგრ-ალ-ი-ს შესატყვისისა და ბერძნული მორფოლოგიის კვალობაზე არის გაფორმებული.
   სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ მაკრონი მეგრელთა სატომო სახელი იყო.
მაკრონებად აგრეთვე იწოდებოდნენ სანები, (უფრო მდაბიურად ჭანები, ლაზები.)

ნოქალაქევი. არქეოპოლისი.

  

5 - პელასგები

     არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ და წინაბერძნული პოეზიის საკითხების დამუშავებამ გამოარკვია, რომ წინაბერძნული მოსახლეობა, პელასგებისა და სხვა მონათესავე ტომების სახით მაღალი კულტურის შემოქმედი იყო. პელასგური მოდგმის ხალხებმა, უძველეს ხანებში, წინა აზიის ვრცელ ტერიტორიაზე და სამხრეთ ევროპაში დიდი კულტურული ცენტრი შექმნეს.
მცირე აზიისა და სამხრეთ ევროპის უძველესი კულტურის შემქმნელ მოსახლეობას, ინდო-ევროპელი ბერძნები მოევლინენ, როგორც დამპყრობნი. განსაკუთრებით დამანგრეველი იყო მომხდურთა ძალა პელეპონესსა და კრეტაზე. რამაც პელასგების ემიგრაცია გამოიწვია.
   ელინურმა ტომებმა აიძულეს ისინი აყრილიყვნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან და მცირე აზიის ზოგიერთი ნაწილიდან, სადაც შემდგომში თავად იონელები დასახლდნენ.
   განსაკუტრებით ძლიერი იყო პელასგების კვალი, ბერძენ ავტორთა გადმოცემით, თესალიის ველზე, ეგრეთწოდებულ პელასგიკურ არგოსში.
  ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებთან, რომლებიც თავის მხრივ უძველეს გადმოცემებს ეყრდნობოდნენ ხშირად ვხვდებით არაპირდაპირ მინიშნებებს და ზოგჯერ პირდაპირ მითითებებსაც, რომ პელასგური და კავკასიური კოლხური ტომები იდენტურია. პელასგი თესალიელები, მცირე აზიელი ტროელები, კუნძულ ლემნოსის მკვიდრი სინტიები, ფაკიები და სხვებიც, კოლხთა მონათესავე ტომებადაა მიჩნეული.

4 - საბერძნეთი ბერძნების სამშობლო არ არის.

     თავად ბერძნები ამჟამინდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მოსული ერია. ანუ ისინი ბალკანეთის აბორიგენ მოსახლეობას არ წარმოადგენენ.

აი რას წერს პროფესორი, ბატონი აკაკი ურუშაძე თავის ნაშრომში "ძველი კოლხეთი არგონავთტა თქმულებაში" - "მეცნიერთა გარკვეული ნაწილის მიერ დადგენილ ფაქტად არის მიჩნეული სახელდობრ ის, რომ ბერძნები ეგეოსის რაიონში მოსულ ხალხებს წარმოადგენ- დნენ. ელინურ ტომებს, სანამ ისინი ისტორიულ ადგილსამყო-ფელზე დამკვიდრდებოდნენ, წინ უძღოდათ ხანგრძლივი მოგზაურობის პერიოდი ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთისაკენ
   ბერძნული მოსახლეობა აქ შეიქმნა ინდო-ევროპული ტომების თანდათანობითი შემოჭრის შედეგად. ამ დროისათვის წინა აზიასა და სამხრეთ ევროპაში ფესვგამდგარი იყო ის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომელიც კრეტა-მიკენის სახელითაა ცნობილი. ძველი ბერძენი მწერლები, ჰომეროსით მოკიდებული ერთმანეთს ეთანხმებია იმაში, რომ ამ რაიონის მოსახლეობა არაელინური იყო. რომ ამ მოსახლეობას შედგენდნენ აღოსავლური წარმომავლობის ტომები; პელასგები, ლელეგები, დრიოპები და სხვა ეგრეთ წოდებული "ბარბაროსული" ტომები".


3 - ქართველები, კავკასიაში მოსულ ტომებს წარმოადგენენ.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ქართველები, კავკასიაში, მოსულ ტომებს წარმოადგენენ. აკადემიკოსი ბატონი ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ - "კავკასია ქართველების თავდაპირველი სამშობლო არ ყოფილა, ამიტომ მათი კულტურული პირვანდელი ნაშთები აქ არ არის საძიებელი". (ი ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ-1. გვ. 47 ) ასევე აღნიშნავს; "საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მკაფიო სურათის აღდგენა ჯერჯერობით მხოლოდ ქრისტეს წინა, პირველ საუკუნიდან შეიძლება. ამ ხანამდე ცნობების მეტისმეტი ნაკლებობისა და შემთხვევითობის წყალობით ამ ისტორიის ზოგიერთი მომენტების გამორკვევაა შესაძლებელი"-ო. (ი ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ-1. გვ. 43 )
     დიდ მეცნიერს, ალბათ სხვა მასალათა შორის, მხედველობაში ჰქონდა, ბერძენ მწერალთა მიერ, მითებზე და თქმულებებზე აგებული ზოგიერთი წერილობითი ცნობები. მათ შორის არ შეიძლება არ ეხელმძღვანელა, ფრიად საყურადღებო ნაწარმოებით, როგორიცაა ძვ. წ. მესამე საუკუნის პოეტისა და მეცნიერის, ბერძენი ერის უკვდავი შვილის, აპოლონიოს როდოსელის პოემა "არგონავტიკა"-დან.

აპოლონიოს როდოსელი


ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

აპოლონიოს როდოსელი — გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი, დაიბადა ძვ.წ. 295 წელს ალექსანდრიაში, მერე ლიტერატურულ მოქიშპეებს გაერიდა, როდოსზე გადასახლდა და დაამუშავა „არგონავტიკის“ პირველი ვარიანტი, რომელიც კალიმაქემ და სხვა მოღვაწეებმა სასტიკად გაუკრიტიკეს. ამიტომ შექმნა ახალი ვარიანტი, რამაც დიდად განუთქვა სახელი. ეს წიგნი მრავალგზის ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როდოსელ მგოსანს თვით ვალერიუს ფლაკუსი და ვერგილიუსი ბაძავდნენ, იყენებდნენ და სწავლობდნენ. მართალია, მან სრულყოფილი ოსტატობით ვერ განახორციელა გაბედული მიზანი, ჰომეროსის დიდი ეპოსი უნდა აღვადგინოო, მაგრამ მისმა ეპოსმაც ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და წყაროს მნიშვნელობა შეიძინა.

     ამ პოემაში ასახულია, კოლხური ტომების, მეგრელებისა და ჭანების უძველესი დროის ყოფისა და ცხოვრების წესები.
     პოემა აგებულია თქმულებაზე, თუ რა გადახდათ, თესალიის ქალაქ იოლქოსიდან კოლხეთში გამოლაშქრებულ არგონავტებს, ოქროს საწმისის მოპოვებისათვის და უკან, საბერძნეთში დაბრუნების დროს.
     არგონავტთა  ექსპედიაციას ხელმძღვანელობდა იოლქოსის სამეფოს მემკვიდრე იაზონი. პელიასის ძმისწული. ტახტის მოცილე.

Когда Пелий сверг своего брата Эсона с престола, тот, опасаясь козней узурпатора, отдал Ясона на воспитание кентавру Хирону, жившему на горе Пелион [4], который научил его искусству врачевания (этиологический миф, объясняющий имя Ясон, означающее «целитель», от греч. ιάομαι, «лечу», «исцеляю»).
Согласно Пиндару, Ясон, когда ему исполнилось 20 лет, вернулся в Иолк. Переправляясь через реку Анавр, Ясон потерял сандалию с левой ноги. Либо Гера на реке Евен превратилась в старуху и просила перенести её, а Ясон помог ей [5]. За это Гера помогала Ясону в дальнейшем. Еврипид описывал этолийских воинов, отправлявшихся в поход обутыми только на правую ногу. Аристотель же утверждал, что обували этолийцы именно левую ногу [6], то же делали платейцы, согласно Фукидиду[7].
Когда Пелий увидел Ясона, он испугался, так как ему было предсказано, что его погубит человек, пришедший к нему в одной сандалии. На вопрос о его происхождении Ясон ответил Пелию, что он сын свергнутого царя Эсона, и пришёл вернуть отцу законную власть. Пелий обещал возвратить царство Эсону, но сказал, что прежде (для искупления тяготевшего над родом Эолидов проклятия) надо умилостивить тень Фрикса и вернуть из Колхиды в Иолк золотое руно. По позднейшей версии, сам Ясон на вопрос Пелия, как бы он поступил с человеком, который, как было предсказано, принесёт ему смерть, ответил, что он потребовал бы от него доставить из Колхиды золотое руно. Тогда Пелий приказал Ясону совершить этот подвиг. Согласно Диодору, Ясон отправился в поход не по чьему-либо приказу, а из жажды славы [8].

2 - ტომთა მიგრაციები

     ძველი კოლხების შესახებ ძველი, მაგრამ საინტერესო ცნობებია შემორჩენილი ბერძენ ავტორთა თხზულებებში. ამ ცნობების მიხედვით ქართველ ტომთა დასავლური პელაზგ-მაკრონთა გაერთიანება იმ დროის კვალობაზე მაღალი კულტურისა და დიდი სიმდიდრის ქვეყანადაა წარმოდგენილი.
     როგორია ისტორიული სინამდვილე. სად არის კოლხეთის სახელმწიფოს ტავდაპირველი ჩამოყალიბების ადგილი, რატომ გახდნენ იძულებული კოლხები დაეტოვებინათ დასაბამიდან მათთვის განკუთვნილი დიდი სიმდიდრის ქვეყანა, სადაც მათ წინაპრებს უცხოვრიათ, დღემდე უცნობია.
     მიგრაციები ხდებოდა ბუნებრივი კატაკლიზმების, უფრო ხშირად სხვა, დამპყრობი ტომების შემოსევების შედეგად.


     დამარცხებული ახალ ტერიტორიას ეძებდა, იძულებით ტოვებდა ძველს და თუ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა იკავებდა ახალს, იწყებდა ახალი ტერიტორიის დამუსავებას და იქ ცხოვრებას.
     ასეთი უსამართლობის მსხვერპლი არა ერთი ტომი ყოფილა და მათ შორის ქართველ ტომთა დასავლური გაერთიანება მაკრონთა კოლხური ტომი.


1 - მოგესალმებით

                მოგესალმებით ამ ბლოგით და ამ თემით დაინტერესებულ ყველა მკითხველს და უპირველესად გაგაცნობთ ამ ბლოგის შექმნის მიზეზს.
    ერთხელ, სამეგრელოში მოგზაურობისას სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ოჯახში წავაწყდი ყოვლად შეუხედავ და უბრალო პატარა წიგნს, რომელიც არაფრით არ იპყრობდა არანირ ინტერესს, მასპინძელს რომ არ გაემახვილებინა მასზე ჩემი ყურადღება.
    თავიდან მას უგულისყუროდ გადავავლე თვალი და ისევ თავის ადგილზე დავდევი, მაგრამ მერედამერე ჩემი გონება კვლავაც დაუბრუნდა ამ ნაშრომში გადმოცემულ მოსაზრებებს და რამდენჯერმე კიდევ გადავითიკითხე დიდის ყურადღებით.
   ეს გახლავთ ბატონ ამბროსი კილასონიას მცირე ზომის წიგნი "კოლხეთი სამი ათასი წლის წინათ, აიეტის მეფობის ჟამს".



ერთი შეხედვითაც ადვილად შეამჩნევთ, რომ ამ წიგნის უკან საკმაოდ დიდი და შრომატევადი სამუშაო იმალება. ეს არ არის ხელწამოსაკრავი გამოცემა, არამედ კარგად გააზრებული, ნაფიქრი და მეცნიერულად შესწავლილ-გადამუშავებული ნაშრომია.
შეასაძლებელია მასში გამოთქმული რომელიმე მოსაზრება ან დეტალი საკამათოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ პირადად მე სრულიად ვიზიარებ მასში გამოთქმულ პათოსს და
ვისურვებდი რომ ამ სპეციფიური თემით დაინტერესებულმა პროფესიონალებმაც ყურად იღონ აქ წარმოდგენილი მოსაზრებანი.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს წიგნი სრულიად უმნიშვნელო ტირაჟით არის გამოცემული და ფართო მასებს მასზე ხელი არ მიუწვდებათ, გადავწყვიტე მისი, ასე ვთქვათ, ელექტრონული ვერსია გამეკეთებინა, რათა თითოეულ მკითხველს ადვილად 
შეეძლოს მისი გადაკითხვა.
გისურვებთ სასიამოვნო განწყობილებას და მოდით ყველამ ერთად ვიკამათოდ ამ წიგნისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების შესახებ.
.
გთხოვთ არ დაიშუროთ თქვენი კომენტარები.
.