სტატიების თანმიმდევრობა

აფსირტო, - (Absyrtus Greek: Ἄψυρτος ) გახლავთ მედეას ძმა, აიეტის ვაჟი, რომელიც იასონს დაედევნა საკუთარი დის დასაბრუნებლად.
ალბათ ყველანი აფსირტოები ვიქნებით მანამ, სანამ არ დავუბრუნებთ მედეას ნამდვილ სახელსა და დიდებას. ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო და არა ისეთს, როგორიც უნდათ რომ იყოს. კოლხებს - დიდება, მედეას - ღირსება.

9 - პოლისი. კოლხების ქალაქ-სახელმწიფო ჯერ კიდევ კუნძულ ევბეაზე.

    პელასგ კოლხების რაოდენობა კუნძულ ევბეაზე, ქიროსსა და სქერიაზე, სავარაუდოდ რამოდენიმე ასეულ ათასს აღემატებოდა. მსგავსად იმდროინდელი წყობისა, კოლხებს ქვეყნის მართვის რაღაც ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ჰქონოდათ. ეს ცენტრი კი იმ დროისათვის დამახასიათებელი ქალაქ-სახემწიფო ანუ პოლისი უნდა ყოფილიყო.


ამ ელემენტარული ლოგიკით კოლხურ ტომებს, მეგრელებსა და ჭანებს (ლაზებს) კუნძულ ევბეაზე უნდა ჰქონოდათ პოლისი, ანუ ქალაქ-სახელმწიფო და ჰყოლოდათ მისი გამგებელი მმართველი მეფეც.

მივყვეთ ძველბერძნულ ცობებს, რომლებიც გვიამბობენ შემდეგს :"ალოევსი და აიეტი, ჰელიოსისა და ანტიოპეს შვილები იყვნენ. ჰელიოსმა მათ დაუნაწილა ქვეყანა და ალოევსს შეხვდა მხარე არკადიაში, აიეტს კი კორინთო.(ევბეა).   აიეტს სამფლობელო  არ მოეწონა და ამიტომ ქალაქი გადასცა ვინმე ბუნეს, ჰერმესის ძეს. თან უთხრა დაეცვა იგი მისი შთამომავლობისათვის, თვითონ კი სკვითიის კოლხეთში წავიდა და მეფედ დამკვიდრდა".


                                                                 თითქმის ზუსტად იგივეს გვიამბობს ვინმე პოეტი ევმელოსი. კერძოდ კი იგი ასე წერს : "და როდესაც იშვენ აიეტი და ალოევსი  ჰელიოსისა და ანტიოპესაგან,  მაშინ ჰიპერიონის ბრწყინვალე ვაჟმა თავის შვილებს ორ ნაწილად გაუყო ქვეყანა. რასაც ასოპოსი შეიცავდა, იგი ღვთაებრივ ალოევსს უბოძა, ხოლო რაც ეფირეს ეკავა მთლიანად აიეტს მისცა.    მაგრამ აიეტმა იგი გადასცა ბუნეს დასაცავად, ვიდრე არ მოვიდოდა თვითონ, ან ვინმე სხვა მისთაგანი ან ბადიში. თვითონ კი გაემართა კოლხეთის ქვეყანაში".  (ა. ურუშაძე. "ძველი კოლხეთი არგონავტთა თქმულებაში". გვ. 195.)



 როგორც ვხედავთ, კუნძულ ევბეაზე კოლხებს, მეგრელებსა და ჭანებს, ჰქონიათ ქალაქ-სახელმწიფო, რომლის გამგებელიც ყოფილა მეფე ჰიპერიონი.  შემდეგ იგი შეუცვლია მის შვილს ჰელიოსს, რომელსაც თავისი სამეფო გაუნაწილებია შვილებისთვის ალოევსისა და აიეტისთვის. მაგრამ აიეტი არ დარჩენილა ევბეაზე, არამედ წასულა კოლხეთში და იქ გამეფებულა.


8 - ლაზები (ჭანები)

     ჭანების, ანუ იგივე ლაზების შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე ასეთ ცნობებს გვაწვდის.   "ჯერ კიდევ ჰეროდოტეს და სტრაბონის დროს ლაზები დასახლებული იყვნენ შორს არმოსავლეთით, ტრაპიზონიდან მდინარე ღალისამდე, ანუ ახლანდელ ყიზილ-ერმაკამდე. ქსენოფონტეს ტრაპიზონი მდებარეობდა კოლხეთის ლაზთა ქვეყანაში. თავის მხრივ ქართველი მემატიანეები ქრ.შობის პირველ საუკუნეში, მას, ესე იგი ტრპიზონს უწოდებდნენ ეგრისი სოფელს". აჭარაში ოსმალეთის ბატონობის დროს ბათუმის ფაშასთან არსებული მეჯლისის უხუცესი წევრი ხასან-აღას ნაამბობს, ბაქრაძე, როგორც თითონ აღნიშნავს, გადმოგვცემს სიტყვა-სიტყვით. აი რას ამბობს ხასან-აღა. " საერთოდ ჩვენებური თქმულებებით, ჩვენ, ლაზები, მეგრელებთან ერთად ერთ ტომს შევადგენდით, ამბობენ, რომ ამ ტომს ოდესღაც შავი ზღვის სანაპირო (მიჯრით) ეკავა ქვემრიდან ბიჭვინთამდე და რომელიღაც ქართველი მეფე ჯარით თავს დასხმია ლაზებს, გაყო ისინი და შუაში ქართველები ჩაუსახლაო".  ( დ. ბაქრაძე. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. გვ. 31.)